საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 159^6. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა
1. სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის საშუალებით ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის სხვა საშუალებებით განხორციელებისას განცხადების ან სატენდერო დოკუმენტაციის არასწორად შედგენა, – გამოიწვევს სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
2. სატენდერო კომისიის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების, საკვალიფიკაციო შერჩევისა და პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების არასათანადოდ (ტენდენციურად) შეფასება, – გამოიწვევს სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების წესების დარღვევა – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს პასუხისმგებელი პირის (სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას – სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის) დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2001 წლის 12 ოქტომბრის კანონი №1106 – სსმ I, №31, 01.11.2001წ., მუხ.123 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2109 – სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.292 საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1058 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.
