სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვის მოსამზადებლად ახორციელებს ბაზრის კვლევას. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია რჩევის მისაღებად დამოუკიდებელ ექსპერტს, ორგანიზაციას ან/და პოტენციურ მიმწოდებელს მიმართოს, აგრეთვე შეაგროვოს საჭირო ინფორმაცია. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ბაზრის კვლევის განხორციელების პერიოდში მიღებული რჩევებისა და ინფორმაციის გამოყენებით არ დაირღვეს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული კანონის მიზნები.
2.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს აგრეთვე ბაზრის პირველადი კვლევა წლიური გეგმის შესამუშავებლად.
3.შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
4.ცენტრალური შემსყიდველი ორგანო კონსოლიდირებული ტენდერის მოსამზადებლად ახორციელებს ბაზრის კვლევას. აღნიშნული ბაზრის კვლევის განხორციელების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
5.ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.
1. შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვის მოსამზადებლად ახორციელებს ბაზრის კვლევას. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია რჩევის მისაღებად დამოუკიდებელ ექსპერტს, ორგანიზაციას ან/და პოტენციურ მიმწოდებელს მიმართოს, აგრეთვე შეაგროვოს საჭირო ინფორმაცია. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ბაზრის კვლევის განხორციელების პერიოდში მიღებული რჩევებისა და ინფორმაციის გამოყენებით არ დაირღვეს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული კანონის მიზნები. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს აგრეთვე ბაზრის პირველადი კვლევა წლიური გეგმის შესამუშავებლად. 3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. [ 4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო კონსოლიდირებული ტენდერის მოსამზადებლად ახორციელებს ბაზრის კვლევას. აღნიშნული ბაზრის კვლევის განხორციელების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)] 5. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.
The amendments this article has been through
New art.8^1 added: 'Market Research' – mandates procuring entities conduct market research prior to state procurements, allowing consultation with experts/potential suppliers and information gathering.
amending act №6670447These lawyers work in the legal area related to this article.