სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
Closest in meaning — including in other laws
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
1.„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის თანახმად ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ანგარიშვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წინაშე.
2.სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ანგარიშების შედგენის, შენახვისა და წარდგენის ზოგადი წესი განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ კანონის 24-ე მუხლით, ხოლო დებულების ამ მუხლში მოცემული დეტალური წესი შემუშავებულია ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ანგარიშები უნდა შედგეს ამ დებულების №4 დანართით დამტკიცებული ფორმებით.
3.,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ყოველთვიურად მიაწოდოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სტატისტიკური ანგარიში ამ დებულების №5 დანართით დამტკიცებული ფორმით.
4.ქვეყანაში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სრულყოფილი ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, შესყიდვების საჯაროობის და შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციები ადგენენ მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების ოპერატიულ და წლიურ ანგარიშებს.
5.სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის მეშვეობით ჩატარების შემთხვევაში ტენდერის ყველა ეტაპი და სატენდერო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, ქმედება, გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის ოქმებში, ხოლო ურთიერთობა სატენდერო კომისიასა და ტენდერში მონაწილე პირთა შორის უნდა ხორციელდებოდეს წერილობითი ფორმით.
6.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ყოველი ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი (ორი წელი და მეტი) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
7.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების ფინანსთა სამინისტროს მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს.
8.სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ტენდერის ჩატარების შესახებ ოპერატიული ანგარიში წარუდგინოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადისა.
9.ოპერატიული ანგარიში უნდა შეიცავდეს ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებულ მონაცემებს: ა) შესასყიდი საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მოკლე აღწერას და შესყიდვის საჭიროების დასაბუთებას (შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების დროს დადგენილი სავარაუდო ღირებულების ჩათვლით); ბ) სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყაროს (კონკრეტულ დასახელების მიხედვით); გ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შექმნილი სატენდერო კომისიის და მისი აპარატის წევრების, მოწვეული ექსპერტებისა და კონსულტანტების, შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა პასუხიმგებელი პირების სიას; დ) სატენდერო კომისიის სხდომების ოქმებს, კომისიის წევრების დასკვნებს (შეფასებებს) განხილულ სატენდერო წინადადებებზე და სატენდერო დოკუმენტაციას; ე) ინფორმაციას ტენდერის ჩატარების თაობაზე განცხადების გავრცელებისათვის გამოყენებული საინფორმაციო საშუალებების და გამოქვეყნების თარიღის შესახებ, გამოქვეყნებული განცხადების ასლს; ვ) საკვალიფიკაციო შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა სიას; ზ) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთა სიას და მათ მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების ასლებს; თ) ინფორმაციას შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ტენდერის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ; ი) პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებს; კ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ასლს; ლ) მოლაპარაკების წარმართვაზე, ხელშეკრულების დადებაზე, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელ პირთა სიას.
10.სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შემთხვევაში, თუ საქონლისა და მომსახურების ღირებულება აღმატება 25000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 120000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წარუდგინოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოპერატიული ანგარიში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
11.ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას: ა) შესასყიდი საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მოკლე აღწერას და შესყიდვის საჭიროების დასაბუთებას; ბ) სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყაროს (კონკრეტული დასახელების მიხედვით); გ) ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკებით განხორციელების აუცილებლობის დასაბუთებას; დ) მოლაპარაკების წარმართვაზე, ხელშეკრულების დადებაზე, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელ პირთა სიას; ე) მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემების შესახებ; ვ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ასლს.
12.თუ შესყიდვის ობიექტის ღირებულება ნაკლებია 25000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 120000 ლარზე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშები, შედგენილი დაფინანსების წყაროების მიხედვით, წარედგინება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ყოველკვარტალურად არა უგვიანეს მომდევნო კვარტალის პირველი თვის 10 რიცხვისა.
13.ფასთა კოტირებს მეთოდებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას ანგარიში უნდა შეიცავდეს შესყიდვაში მოწვეული ყველა მონაწილის შემდეგ დოკუმენტებს: ა) მოწვევას მონაწილეობისათვის; ბ) განცხადებას მონაწილეობაზე; გ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ; დ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკს შესახებ; ე) მხარეებს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ასლს; ვ) ყველა იმ დამატებით ინფორმაციასა ან დოკუმენტაციას, რომელიც მოითხოვა შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით.
14.10000 ლარამდე ღირებულების საქონლისა და მომსახურების, ხოლო 50000 ლარამდე ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმით საანგარიშო კვარტალში გათვალისწინებულ თანხას დაფინანსების წყაროების მიხედვით; ბ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის საანგარიშო კვარტალში ფაქტობრივად გამოყოფილ თანხას დაფინანსების წყაროების მიხედვით; გ) შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების კონკრეტულ დასახელებას (საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკატორის იმ კონკრეტული მუხლების შესაბამისად, რომლებიც განეკუთვნება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების სფეროს), ერთეულის ფასს, რაოდენობას და/ან მოცულობას, საერთო ღირებულებას, საანგარიშო პერიოდში შესყიდვის შედეგად წარმოქმნილ დებიტორულ და/ან კრედიტორულ დავალიანებებს; დ) დადებული ხელშეკრულების ასლებს.
15.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრნველყოს ამ მუხლის მე-10 და მე-12 პუნქტებში აღნიშნული ანგარიშების შენახვა 3 წლის განმავლობაში.
16.ყოველი საფინანსო წლის დამთავრების შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეადგინოს გასულ წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წლიური ანგარიში და წარუდგინოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა.
17.წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ინფორმაციას შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საფინანსო წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული (მათ შორის დასრულებული) ხელშეკრულებების რაოდენობისა და საერთო ღირებულების თაობაზე, შეძენილი საქონლის, სამუშაოების, მომსახურების სახეობების, მოცულობების და ღირებულების ჩვენებით ( შესყიდვის განხორციელების საშუალებისა და/ან მეთოდის, დაფინანსების წყაროების და ხელშეკრულების მოქმედების ვადის მითითებით). ბ) იმ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის აღწერას, რომელთა მოქმედების ვადა საანგარიშო პერიოდში არ დასრულებულა (შესყიდვის განხორციელების საშუალების (მეთოდის), დაფინანსების წყაროების და ხელშეკრულების მოქმედების ვადის მითითებით); გ) ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის გეგმით გათვალისწინებული და ფაქტობრივად მიღებული თანხების შესახებ (კვარტალების მიხედვით); დ) მონაცემებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო წარმოქმნილი დავალიანების მოცულობის შესახებ (თითოეული ხელშეკრულების მიხედვით); ე) ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის (დარღვევის) გამო გამოყენებული საჯარიმო სანქციების ფორმისა და ოდენობის შესახებ (თითოეული ხელშეკრულების მიხედვით).
18.შემსყიდველი ორგანიზაციების წლიური ანგარიშები წარმოადგენენ სახლემწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შესამუშავებელი წლიური ანგარიშის საფუძველს.
19.სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ოპერატიული და წლიური ანგარიშების შენახვა 3 წლის განმავლობაში. თავი VII გასაჩივრების და დავის განხილვის წესი
Describe your situation — we'll help you find the right specialist.