1.ეროვნული საარქივო ფონდი არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ დოკუმენტების (განურჩევლად მათი მატარებლის სახეობისა) ერთობლიობა, რომლებსაც აქვთ ისტორიული, რელიგიური, მეცნიერული, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ღირებულება. ეროვნულ საარქივო ფონდს აგრეთვე მიეკუთვნება სხვა სახელმწიფოებში დაცული დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად უნდა დაუბრუნდეს ან გადმოეცეს საქართველოს.
2.სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ეროვნული საარქივო ფონდის შევსების, შენახვის, დაცვისა და გამოყენებისათვის.
3.ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, განურჩევლად მისი შექმნის ადგილისა და დროისა, შენახვის ადგილისა, საკუთრების ფორმისა და მატარებლის სახეობისა (მატერიალური ან/და ელექტრონული), ინახება მუდმივად.
4.ეროვნული საარქივო ფონდის იმ დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც ექვემდებარება ელექტრონული მატარებლის სახით შენახვას, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ეროვნული საარქივო ფონდის ის დოკუმენტები, რომლებიც არ აისახება აღნიშნულ ნუსხაში, ინახება მატერიალური და ელექტრონული მატარებლების სახით. საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103






