1.შემოქმედებითი მოღვაწეობის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო: ა) უზრუნველყოფს მის დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის ორგანიზაციების საქმიანობას; ბ) ხელს უწყობს ამ სფეროში კერძო და არასახელმწიფო კულტურის ორგანიზაციების ფუნქციონირებას.
2.სახელმწიფოს ვალდებულება აისახება ქველმოქმედთა საქმიანობაში შეღავათებით, გრანტებით, სუბსიდიებით და კანონით დაწესებული სხვაგვარი დახმარებით. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №417 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.75
