1.საქართველოს ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად შეიძლება შეიქმნას საერთაშორისო კულტურული ფონდებისა და ორგანიზაციების ფილიალი და სხვა სტრუქტურები.
2.ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს შევიდეს კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციებში მათი წესდების შესაბამისად.
3.საქართველოს კულტურის ორგანიზაციებს უფლება აქვთ თანამშრომლობისათვის მოიზიდონ უცხოელი მოქალაქეები, აგრეთვე, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება საზღვარგარეთის სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფიზიკურ პირთა მიზნობრივად გაწევრიანების შესახებ. თავი VI . პასუხისმგებლობა „კულტურის შესახებ“ კანონის დარღვევისათვის

