1.საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის მიზნებისა და პრინციპების უზრუნველსაყოფად საქართველო ხელს უწყობს საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სუბიექტთა წრის გაფართოებას, კულტურათა დიალოგში კერძო პირთა და კულტურის ორგანიზაციების დამოუკიდებელ მონაწილეობას.
2.სახელმწიფოს ეგიდით კულტურული გაცვლის სუბიექტთა უცხოეთში გასვლის ნებართვას იძლევა სამინისტრო. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1623 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3042 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №374 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
