Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლა ხდება პირის შუამდგომლობის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით, შემდეგ შემთხვევებში: ა) სახელის, გვარის შეცვლისას; ბ) ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას; გ) ვიზებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას; დ) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.
2.სახელის, გვარის შეცვლისას, აგრეთვე ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას პასპორტის შეცვლის დროს, როცა პასპორტი გაიცემა ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში პირადობის მოწმობის გაცემის გარეშე, შუამდგომლობას დაერთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები (სახელის, გვარის შეცვლის მოწმობის პირი, დაბადების, ქორწინების მოწმობის პირი და სხვა). 2 1 . ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების წარდგენა სავალდებულო არ არის , თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას . 2 2 . ამ მუხლის 2 1 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება შუამდგომლობისთვის დასართავი საბუთების საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის წარდგენაზე , რომლებიც არ არიან დაკავშირებული სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან . 2 3 . დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის დროს მოთხოვნას უნდა დაერთოს სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსათვის ამ გარემოების შესახებ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.
3.გამოსაცვლელი პასპორტი, რომელიც შეიცავს მოქმედ საკონსულო ვიზას, ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს.
4.(ამოღებულია).
5.ახალი პასპორტის გაცემის დღიდან დაკარგული პასპორტი ძალადაკარგულად ითვლება.
6.პასპორტი, რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა გაყალბება, დაშლა და სხვა, უნდა ჩამოერთვას მფლობელს.
7.პირები, რომლებიც თვითნებურად შეიტანენ შესწორებებს, გააყალბებენ პასპორტს ან სხვაგვარად დაარღვევენ ამ კანონით დადგენილ წესს, პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად.
8.არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემაზე ამ კანონის 20 2 მუხლის მე-8 და 9 1 პუნქტების შესაბამისად გამოხატული თანხმობის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ან მხარდამჭერის მიერ გახმობის შემთხვევაში საქართველოში მყოფ არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე გაცემული პასპორტი უქმდება.
9.საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლის, მათი მოქმედების შეჩერებისა და მათი გაუქმების დამატებითი საფუძვლები.
10.გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (საფუძვლებისა), პირი უფლებამოსილია შეცვალოს პასპორტი, სამგზავრო დოკუმენტი ან სამგზავრო პასპორტი, თუ მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. შეცვლილი პასპორტის გაუქმების წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1391-სსმI, №21, 03.08.2009წ., მუხ.109 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2016 წლის 4 მარტის კანონი №4845 - ვებგვერდი, 22.03.2016წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №51 - ვებგვერდი, 15.12.2016წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5926 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1120 – ვებგვერდი, 28.11.2025წ.
1. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლა ხდება პირის შუამდგომლობის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით, შემდეგ შემთხვევებში: ა) სახელის, გვარის შეცვლისას; ბ) ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას; გ) ვიზებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას; დ) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას. 2. სახელის, გვარის შეცვლისას, აგრეთვე ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას პასპორტის შეცვლის დროს, როცა პასპორტი გაიცემა ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში პირადობის მოწმობის გაცემის გარეშე, შუამდგომლობას დაერთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები (სახელის, გვარის შეცვლის მოწმობის პირი, დაბადების, ქორწინების მოწმობის პირი და სხვა). 2 1 . ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების წარდგენა სავალდებულო არ არის , თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას . 2 2 . ამ მუხლის 2 1 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება შუამდგომლობისთვის დასართავი საბუთების საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის წარდგენაზე , რომლებიც არ არიან დაკავშირებული სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან . 2 3 . დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის დროს მოთხოვნას უნდა დაერთოს სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსათვის ამ გარემოების შესახებ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები. 3. გამოსაცვლელი პასპორტი, რომელიც შეიცავს მოქმედ საკონსულო ვიზას, ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს. 4. (ამოღებულია). 5. ახალი პასპორტის გაცემის დღიდან დაკარგული პასპორტი ძალადაკარგულად ითვლება. 6. პასპორტი, რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა გაყალბება, დაშლა და სხვა, უნდა ჩამოერთვას მფლობელს. 7. პირები, რომლებიც თვითნებურად შეიტანენ შესწორებებს, გააყალბებენ პასპორტს ან სხვაგვარად დაარღვევენ ამ კანონით დადგენილ წესს, პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად. 8. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემაზე ამ კანონის 20 2 მუხლის მე-8 და 9 1 პუნქტების შესაბამისად გამოხატული თანხმობის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ან მხარდამჭერის მიერ გახმობის შემთხვევაში საქართველოში მყოფ არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე გაცემული პასპორტი უქმდება. 9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლის, მათი მოქმედების შეჩერებისა და მათი გაუქმების დამატებითი საფუძვლები. [ 10. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (საფუძვლებისა), პირი უფლებამოსილია შეცვალოს პასპორტი, სამგზავრო დოკუმენტი ან სამგზავრო პასპორტი, თუ მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. შეცვლილი პასპორტის გაუქმების წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1391-სსმI, №21, 03.08.2009წ., მუხ.109 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2016 წლის 4 მარტის კანონი №4845 - ვებგვერდი, 22.03.2016წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №51 - ვებგვერდი, 15.12.2016წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5926 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1120 – ვებგვერდი, 28.11.2025წ.
The amendments this article has been through
This article has been replaced with content from 20^3. The amendment details the specific data elements that must be included in biometric passports, such as name, surname, nationality, date of birth, personal number, photograph, sex, place of birth, signature sample, and a CAN code.
amending act №6681277A new clause (2.3) is added, requiring applicants replacing a lost passport to submit documentation proving they reported the loss to relevant authorities in accordance with the laws of the country where the loss occurred.
amending act №4875093The conditions for replacing passports and travel documents are clarified.
amending act №3450749This article is not changed by this amendment.
amending act №3218806Repeats delegation of regulation authority from article 20.
amending act №1405106No concrete clause change - this article references changes made to 20^2.
amending act №89458Repeated delegation statement - redundant. Removed from material_for.
amending act №20956Outlines procedures for surrendering passports upon loss of citizenship.
amending act №25684These lawyers work in the legal area related to this article.