Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.(ამოღებულია). 1 1 . პირის რეგისტრაციისათვის ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის , თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას . 1 2 . ამ მუხლის 1 1 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება დოკუმენტების საქართველოს იმ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის წარდგენაზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან.
2.პირი, რომელიც არ ცხოვრობს მიწასთან მყარად დაკავშირებულ, ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად გამიზნულ შენობაში ან ცხოვრობს შენობაში, რომლის მისამართის იდენტიფიცირება შეუძლებელია, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას გაივლის იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იგი იმყოფება. თუ დაბადების რეგისტრაციის დროს არასრულწლოვანი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისას მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ არის რეგისტრირებული, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისამართის მითითების გარეშე. განცხადება-ანკეტასა და სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მიეთითება პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში).
3.მისამართის მითითების გარეშე პირის რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან 6 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნილად, რაც პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების საფუძველია. პირი ვალდებულია რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ ხელახლა გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №806-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.267 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1391-სსმI, №21, 03.08.2009წ., მუხ.109 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2213-სსმI, №42, 10.12.2009წ., მუხ.315 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
The amendments this article has been through
Exempts military personnel from standard document submission requirements during registration.
amending act №1671993Assigns visa issuance authority to SSDA.
amending act №1679225Article 5 is amended to specify documentation exemptions for refugees and persons with humanitarian status when registering, if their information is already in the agency's database.
amending act №1531935Specifies conditions for address-less registration (e.g., temporary housing) and emphasizes electronic data usage.
amending act №1405106Amends Article 104 defining recognition of deceased persons.
amending act №1027497Elimination of mandatory document submission if data exists in the agency's electronic database, with exceptions for diplomatic missions not connected to that database.
amending act №90766Added clauses stating that document submission isn’t required for registration if data exists in the agency’s database, except for documents submitted via diplomatic missions not linked to the database.
amending act №89458The article now requires individuals registering to submit an application including their name, surname, new address, and date of application; supporting documents are defined by a Ministry of Justice order.
amending act №19714Clarifies registration for individuals lacking fixed addresses, linking it to current location and electronic database records.
amending act №20956Specifies that individuals without fixed addresses register by location, and must check in with the agency every 6 months.
amending act №25684Clarifies conditions under which document submission isn’t required, and outlines requirements for those without fixed addresses.
amending act №32182These lawyers work in the legal area related to this article.