უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Article 17. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა
1. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
2. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად არასრულწლოვნის განცხადებას წარადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი, მხარდაჭერის მიმღების განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ მხარდამჭერის დახმარებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხოლო შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ ცნობილი პირის განცხადებას წარადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი, თუ ამ ქვეყნის კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს შეიძლება წარედგინოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3 1 . სააგენტოს უფლება აქვს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლების არსებობის შესამოწმებლად გადაამოწმოს დოკუმენტებში აღნიშნული ინფორმაცია მითითებულ ადგილზე გასვლით, მისი დათვალიერებით და სათანადო პირების გამოკითხვით.
