„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 3
ამ კანონის მიზნებისათვის : ა) „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით; ბ) „მანიფესტაცია“ არის მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით; ბ 1 ) „სპონტანური შეკრება/მანიფესტაცია“ არის შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც დაუგეგმავად, დაუყოვნებლივ იმართება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის გამო და რომლის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო; გ) (ამოღებულია - 06.02.2025, №274); დ) (ამოღებულია - 06.02.2025, №274); ე) „ორგანიზატორი“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი, აგრეთვე პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად უწევს ორგანიზებას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას; ვ) „პასუხისმგებელი პირი“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორი; ზ) უფლებამოსილი წარმომადგენელი არის ამ კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი პირი; თ) „შეზღუდვის პროპორციულობა“ არის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით დაცული სიკეთეების შესაბამისი შეზღუდვა, რომელიც ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტიანი და ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი საშუალებაა. უფრო მკაცრი ზომები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით დაცული სიკეთეების მიღწევა სხვაგვარად შეუძლებელია; ი) თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში მყოფ პირად ითვლება: ი.ა) საქართველოს პროკურატურის მუშაკი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა); ი.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე; ი.გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი; ი.დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურე; ი.ე) (ამოღებულია - 29.11.2019, №5405); ი.ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელი; ი.ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე; ი.ზ 1 ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე; ი.თ) საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურე; ი.ი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე; ი.კ) (ამოღებულია - 26.06.2025, №774). ი.ლ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი; ი.მ) (ამოღებულია - 22.12.2018, №4099); ი.ნ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე; ი.ო) (ამოღებულია - 26.06.2025, №809). ი.პ) (ამოღებულია - 24.06.2025, №710). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №2/482,483,487,502 - ვებგვერდი, 27.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3395 – ვებგვერდი, 26.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4099 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4408 – ვებგვერდი, 08.04.2019წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5405 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6993-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2200 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3993 – ვებგვერდი, 26.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №710 - ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №774 - ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №809 - ვებგვერდი, 30.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1203 – ვებგვერდი, 11.12.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1335 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.
