„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 2
1. ეს კანონი აწესრიგებს პირების მიერ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების განხორციელებას − წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში.
3. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს: ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით დაცული სიკეთეების მიღწევისაკენ მიმართული; ბ) კანონით გათვალისწინებული; გ) დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი; დ) არადისკრიმინაციული; ე) პროპორციულად შემზღუდველი; ვ) ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.
4. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებული არიან, ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ შეკრებას ან მანიფესტაციას. პასუხისმგებლობა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3395 – ვებგვერდი, 26.09.2018წ.
