1.მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწერილი და ხელმოწერილი ანდერძი დალუქული კონვერტით გადასცეს ნოტარიუსს (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირს) სამი მოწმის თანდასწრებით, რაც დასტურდება კონვერტზე ხელის მოწერით.
2.აღნიშნული სახის ანდერძის შენახვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისი ოფიციალური დეპონირებით ნოტარიუსთან (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირთან).



