Article 50. სანოტარო დოკუმენტის ხელმოწერის წესი
1. კანონით დადგენილ შემთხვევაში გარიგებას ან სხვა დოკუმენტს ხელს აწერენ ნოტარიუსის თანდასწრებით. თუ გარიგების ან სხვა დოკუმენტის ხელმოწერას ნოტარიუსი არ დასწრებია, ხელმომწერმა პირადად უნდა დაადასტუროს, რომ ხელმოწერა მისია.
2. თუ სანოტარო დოკუმენტი შეიცავს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნების გამოვლენას, ნოტარიუსმა დოკუმენტის ხელმოწერამდე უნდა წაუკითხოს მას დოკუმენტის ტექსტი.
3. თუ პირი, რომელიც სანოტარო მოქმედების შესრულებას ითხოვს, ყრუა ან მეტყველების უნარის არმქონე პირია, ნოტარიუსმა საჭიროების შემთხვევაში მისთვის სანოტარო მოქმედების შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების განსამარტავად შესაბამისი სპეციალისტის დახმარებით უნდა ისარგებლოს. ამ სპეციალისტმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ მან აღნიშნულ პირს განუმარტა სანოტარო მოქმედების შინაარსი და ის მის ნებას შეესაბამება.
