საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 138. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანით
Consolidation №138 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
Topics:Personnel Rights
ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
