1.ამ კოდექსის 1278-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს 2009 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულების (ორგანიზაციის), აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოების ნაცვლად ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
