საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
Article 54. მეურვეობა და მზრუნველობა
1. მეურვეობის, მზრუნველობის ან მოვლის სხვა ფორმების წარმოშობა, შინაარსის შეცვლა და შეწყვეტა ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც სამეურვეო პირი განეკუთვნება. უცხოელს, საერთაშორისო დაცვის მქონე პირს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოში აქვს, შეიძლება დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი საქართველოს სამართლის მიხედვით.
