1.ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 1 1 . „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ურთიერთგაქვითვის ან საბოლოო ურთიერთგაქვითვის განხორციელების შედეგად გამოთვლილი მხარის ნეტვალდებულება არ არის პირგასამტეხლო ან სხვა, მსგავსი შინაარსის საჯარიმო სანქცია და არ უნდა იქნეს მიჩნეული პირგასამტეხლოდ ან სხვა, მსგავსი შინაარსის საჯარიმო სანქციად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 418. პირგასამტეხლოს განსაზღვრის ფორმა
Consolidation №140 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
Topics:Damages & Compensation




