სადგომის დამქირავებელმა უნდა ითმინოს ქირავნობის ნივთის მიმართ გატარებული ზემოქმედებანი, რომლებიც აუცილებელია გაქირავებული საცხოვრებელი სადგომის ან შენობის შესანახად. გამქირავებელმა ამ ღონისძიებების შესახებ, თუ ეს შესაძლებელია, უნდა შეატყობინოს დამქირავებელს და არ დაუშვას ისეთი მოქმედებები, რომლებიც აუცილებლობით არ არის გამოწვეული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 540. ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება სადგომის ქირავნობისას
Consolidation №140 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
