1.ტვირთზე უფლებამოსილ პირს შეუძლია მისთვის უზრუნველყოფილ ზიანის ანაზღაურებაზე მოითხოვოს წლიური ხუთი პროცენტი. პროცენტების ათვლა იწყება გადამზიდველის მიმართ რეკლამაციის წარდგენის დღიდან ან თუ რეკლამაცია არ იყო წარდგენილი, – სარჩელის შეტანის დღიდან.
2.თუ ზიანის ანაზღაურება დადგენილია იმ ფულად ერთეულში, რომელიც არ მოქმედებს ქვეყანაში, და მოთხოვილია გადახდა, კურსი განისაზღვრება ზიანის ანაზღაურების გადახდის ადგილზე იმ დღეს მოქმედი კურსის შესაბამისად.
