1.საბინაო მაკლერის მოთხოვნა გასამრჯელოს მიღების ან დანახარჯების ანაზღაურების შესახებ დაუშვებელია მაშინ, როცა: ა) ქირავნობის ხელშეკრულებით იმავე ბინაზე გრძელდება უკვე არსებული ქირავნობის ურთიერთობა, ან იგი სხვაგვარად იქნება შეცვლილი; ბ) იდება ქირავნობის ხელშეკრულება საბინაო ფართზე, რომლის მართვასაც ახორციელებს საბინაო მაკლერი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 750. გასამრჯელოს მიღების დაუშვებლობა
Consolidation №140 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
Topics:Construction Law





