საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 757. მოქმედების შესრულება რამდენიმე პირის მიერ
Consolidation №138 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
1. თუ მოქმედება, რომლისთვისაც დაწესებულია ჯილდო, შეასრულა რამდენიმე პირმა, მაშინ დაჯილდოვდება ის, ვინც პირველმა შეასრულა ეს მოქმედება.
2. თუ მოქმედება ერთდროულად შეასრულა რამდენიმე პირმა, მაშინ თითოეული შემსრულებელი დაჯილდოვდება თანაბარწილად. თუკი ჯილდო თავისი თვისებების გამო არ შეიძლება გაიყოს, ან – საჯარო დაპირების შინაარსის მიხედვით – მხოლოდ ერთმა უნდა მიიღოს იგი, მაშინ ჯილდოს გადაცემის საკითხი გადაწყდება წილისყრით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
