საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 758. პრიზის დაწესება
Consolidation №138 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
1. პირი, რომელიც საჯარო განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს საუკეთესო შესრულებისათვის აწესებს პრიზს, ვალდებულია გადასცეს იგი სამუშაოს საუკეთესო შემსრულებელს.
2. კონკურსის გამოცხადებას აქვს ძალა მხოლოდ მაშინ, თუ იგი ითვალისწინებს განსაზღვრულ ვადას სამუშაოს შესასრულებლად.
