საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 843^2. მესამე პირისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა
1. თუ დაზღვეულ პირს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირს წარუდგინოს, ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი დაზღვეულ პირს ზიანს ის უნაზღაურებს.
2. მზღვეველს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირს წარუდგინოს მხოლოდ დაზღვეული პირისთვის ზიანის ანაზღაურების შემდეგ, ანაზღაურებული ზიანის ოდენობის ფარგლებში. თუ დაზღვეული პირი უარს იტყვის მესამე პირისთვის წარდგენილ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, მზღვეველი თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან. საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1115 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
