1.დამზღვევს შეუძლია მიმდინარე დაზღვევის პერიოდის დასრულებამდე ნებისმიერ დროს მოითხოვოს დაზღვევის ხელშეკრულების შეცვლა სადაზღვევო შესატანებისაგან თავისუფალი ხელშეკრულებით.
2.თუ დამზღვევი ითხოვს ასეთ შეცვლას, მაშინ ამ მომენტიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ან სარგებლის თანხის ადგილს იკავებს ისეთი თანხა, რომელიც შეესაბამება მზღვევლის მოვალეობას დაზღვეული პირის ასაკის გათვალისწინებით, თუ დაგროვებული პრემიების რეზერვი განიხილება, როგორც ერთჯერადი შესატანი.
