1.მოსარგებლე არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების ან დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას.
2.მოსარგებლე შეიძლება დადგინდეს როგორც პირადი, ისე ქონების დაზღვევისას.
3.სავალდებულო დაზღვევისას მოსარგებლის განსაზღვრა ხდება დაზღვევის მოცემული სახეობის მარეგულირებელი კანონმდებლობით, ხოლო ნებაყოფლობითი დაზღვევისას მოსარგებლეს ადგენს დამზღვევი.
4.დაზღვეული არის მოსარგებლე, თუ სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობით ან დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5.მოსარგებლე არის დაზღვეული, თუ მოსარგებლე არ არის განსაზღვრული ხელშეკრულებით.
6.საკუთრების დაზღვევის ხელშეკრულება მოსარგებლის სასარგებლოდ შეიძლება დაიდოს მოსარგებლის სახელის ან სახელწოდების მიუთითებლად. ასეთი ხელშეკრულების დადებისას დამზღვევს ეძლევა დაზღვევის მოწმობა (პოლისი, სერტიფიკატი და ა.შ.) წარმდგენზე; ამ შემთხვევაში სარგებლობის მიმღებია ის, ვინც წარუდგენს მზღვეველს ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტს.





