1.ანგარიშის მფლობელს უფლება აქვს გააუქმოს საკრედიტო დაწესებულებისათვის მიცემული დავალება, ვიდრე გადარიცხვა რეალურად არ მომხდარა. სხვა შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულება მოვალეა შესრულებაზე უარის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სათანადო პირებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 862. ანგარიშის მფლობელის დავალების გაუქმების შედეგები
Consolidation №140 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026

