საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Article 25. საგადახდო დავალების უარყოფა
1. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უარს ამბობს საგადახდო დავალების შესრულებაზე ან გადახდის ოპერაციის ინიციირებაზე, იგი ვალდებულია მომხმარებელს აცნობოს აღნიშნულის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიუთითოს უარის თქმის საფუძველი და მიაწოდოს ან სხვაგვარად გახადოს ხელმისაწვდომი იმ ფაქტობრივი ხარვეზების გამოსწორების პროცედურა, რომლებმაც განაპირობა უარის თქმა, თუ ასეთი ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს მიაწოდოს მასთან შეთანხმებული ფორმით ან სხვაგვარად გახადოს ეს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, მაგრამ არაუგვიანეს საგადახდო დავალების შესრულების ვადისა.
3. ჩარჩოხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს პირობას, რომლის თანახმად საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია დააწესოს გონივრული ოდენობის საკომისიო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უარი ობიექტურად არის დასაბუთებული და იგი განპირობებულია მომხმარებლის მიზეზით.
