Article 8^1. სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამა
1. აკრძალულია სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებსა და ჟურნალების გარეკანზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება სექსუალური ხასიათის სამკურნალო-პროფილაქტიკურ საშუალებებსა და სამედიცინო ნაწარმზე, თუ ეს აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული პროდუქციის რეკლამის განთავსება და გავრცელება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2442 - სსმI, №20, 11.07.2003წ., მუხ.137
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
რეკლამის შესახებ
