საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 159^1. არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება)
1. არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 1998 წლის 18 თებერვლის კანონი №1231 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ. 24 საქართველოს 2023 წლის 20 სექტემბრის კანონი №3480 – ვებგვერდი, 09.10.2023წ.
