საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 109^3. შუამდგომლობის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება
1. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს დახურულ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებიან: პროკურორი, შუამდგომლობის ავტორი და პროცესის მონაწილე, რომლის მიმართაც მოითხოვება დაცვის ზომების გამოყენება (გარდა ამ კოდექსის 1091 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
2. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობა განიხილება ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამართლის (სასამართლოს) გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს: ა) დაცვის რომელი სპეციალური ღონისძიება იქნეს გამოყენებული; ბ) პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის სპეციალური ღონისძიება და ამ ღონისძიების გამოყენების ვადა; გ) სახელმწიფო ორგანო, რომელსაც ევალება დაცვის სპეციალური ღონისძიების აღსრულება.
3. დაცვის სპეციალური ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს უვადოდ.
4. დაცვის სპეციალური ღონისძიების გადაწყვეტილება საჯაროდ არ ცხადდება.
5. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილების თაობაზე დასაცავი პირის ამოცნობისა და იდენტიფიცირების მონაცემების გარეშე წერილობით ეცნობებათ მხარეებს, შუამდგომლობის ავტორსა და იმ პირს, რომელსაც შეეხო ეს ზომა.
