საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 177. სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირი
1. თუ სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის ან ჩატარების დროს დადგება სტაციონარული მეთვალყურეობის საჭიროება, გამომძიებელს, პროკურორს სასამართლო ბრძანების ან განჩინების (დადგენილების) საფუძველზე უფლება აქვთ ბრალდებული, განსასჯელი მოათავსონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
2. (ამოღებულია).
3. თუ პირი ბრალდების წაყენებამდე მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე მას უნდა წაეყენოს ბრალდება ან მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
