საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) აღსასრულებლად გადაეცემა პოლიციის ორგანოს.
2.როცა მოსაყვან პირს აღმოაჩენენ, პოლიციის მუშაკი მას ხელწერილით აცნობს სასამართლო ბრძანებას ან განჩინებას (დადგენილებას) მოყვანის შესახებ და მიჰყავს იმ ორგანოში, რომელიც აღნიშნულია ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში). ამასთან, ბრძანებაზე ან განჩინებაზე (დადგენილებაზე) უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პირის აღმოჩენის დროისა და ადგილის, მოყვანის დროის, აგრეთვე მოყვანასთან დაკავშირებით მისი განცხადებების, საჩივრებისა და შუამდგომლობების შესახებ.
3.თუ პოლიციის მუშაკი დაადგენს, რომ მოყვანა შეუძლებელია სათანადო პირის გაქცევის, შვებულების, მივლინების, მძიმე ავადმყოფობისა და სხვა მიზეზების გამო, ამის თაობაზე ის აკეთებს ჩანაწერს მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანებაზე ან განჩინებაზე (დადგენილებაზე) და აღსრულების გარეშე უბრუნებს განჩინების (დადგენილების) გამომტან მოსამართლეს ან სასამართლოს თავისი ახსნა-განმარტებითურთ.
4.საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, აგრეთვე დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების მოყვანა დაუშვებელია. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 თავი XXII პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
The amendments this article has been through
Specifies how court orders to bring someone into custody are executed.
amending act №13354Unspecified change.
amending act №11614These lawyers work in the legal area related to this article.