საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 189^5. ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების ვადა
1. ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედება შეჩერდება გამამტყუნებელი განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტამდე.
2. ეჭვმიტანილი პირის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება შეიძლება არა უმეტეს ერთი თვისა. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68 თავი XXIV ქონებაზე ყადაღის დადება
