საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობა უნდა შედგეს წერილობით, შუამდგომლობის გამგზავნის ხელმოწერით. იგი დამოწმებული უნდა იყოს დაწესებულების გერბიანი ბეჭდით. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს: ა) შუამდგომლობის გამგზავნი ორგანოს დასახელებასა და მისამართს; ბ) იმ ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა; გ) საქმის ფაქტობრივ გარემოებებს; დ) თხოვნის არსს, კერძოდ, იმ საგამოძიებო თუ მოქმედების შინაარსს, რომელიც უნდა ჩატარდეს; ე) მონაცემებს იმ პირთა ვინაობის, მოქალაქეობრივი კუთვნილების, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების, საქმიანობისა და სისხლის სამართლის საქმისადმი დამოკიდებულების შესახებ, რომელთა მიმართაც უნდა განხორციელდეს საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედება; ვ) გამოთხოვილი დოკუმენტებისა და ნივთიერი მტკიცებულებების ნუსხას. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 249. უცხო სახელმწიფოში საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის შინაარსი
Consolidation №103 Verified against the current consolidation · 14 Dec 2018
Topics:Document Compliance
