1.თუ აუცილებლობა მოითხოვს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების ჩატარებას, გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო ამ კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით მიმართავს მისი ჩატარების თხოვნით შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
2.შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იგზავნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურორის მეშვეობით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მეშვეობით.
3.თუ ეს კოდექსი საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად მოითხოვს განსაკუთრებულ სასამართლო გადაწყვეტილებას (ბრძანებას), მოსამართლის ხელმოწერითა და გერბიანი ბეჭდით დამოწმებული ეს გადაწყვეტილება უნდა დაერთოს შუამდგომლობას.
4.შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების შესახებ დგება იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, სადაც ის იგზავნება, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5.საგანგებო შემთხვევაში შუამდგომლობა შეიძლება გადაიცეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდეგ კი დადასტურდეს წერილობით.
6.გადაუდებელ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით, შუამდგომლობა შეიძლება გადაიცეს ზეპირად, შემდეგ კი დაუყოვნებლივ დადასტურდეს წერილობით. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272 საქართველოს 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონი №404 - სსმ I, №29, 04.11.2008წ., მუხ.177 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189






