საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 255. გადმოცემის პირობები
1. არ შეიძლება უცხო სახელმწიფოს მიერ გადმოცემული პირი გადაეცეს მესამე სახელმწიფოს ამ ან სხვა დანაშაულისათვის, გადმომცემი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის წესი არ ვრცელდება გადმოცემის შემდეგ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაზე. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
