პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
For information only — not legal advice.
1. მონაცემთა სხვა სახელმწიფო სა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ კანონით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და თუ შესაბამის სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები.
2. მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, შეიძლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ: ა) მონაცემთა გადაცემა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით; ბ) მონაცემთა დამმუშავებელი უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებს და მონაცემთა სუბიექტის ძირითადი უფლებების დაცვას მონაცემთა დამმუშავებელსა და შესაბამის სახელმწიფოს, ასეთი სახელმწიფოს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ან საერთაშორისო ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მონაცემთა გადაცემა შეიძლება მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ნებართვის მიღების შემდეგ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. მუხლი 42. მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების დადგენა სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობას აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მონაცემთა დამუშავების მომწესრიგებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. თავი VII. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
Closest in meaning — including in other laws
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ