1.გამომძიებელი ამოწმებს კანონით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩაბმულ მონაწილეებს, რომელთაც განუმარტავს მათს უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ღამით დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.
3.საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოიყენონ დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები.
4.საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დაუშვებელია ძალის, მუქარის, შანტაჟის, მოტყუებისა და სხვა უკანონო ხერხების გამოყენება, ასევე დაუშვებელია ამ მოქმედებაში მონაწილე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.