1.დანაშაულის თავიდან აცილების ან გახსნის მიზნით სამსახური ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისას ხელმძღვანელობს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
2.სამსახური ამ კანონით და საქართველოს სხვა კანონებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ქმნის და იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას.
3.სამსახურის მიერ გამოყენებულმა ოპერატიულ-ტექნიკურმა საშუალებებმა და მათი გამოყენების მეთოდებმა არ უნდა შელახოს ადამიანის პატივი და ღირსება, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ზიანი არ უნდა მიაყენოს გარემოს.






