1.შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ერთპიროვნულად იხილავს მოსამართლე წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ერთპიროვნულად იხილავს მოსამართლე წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ სასამართლო განხილვის დაწყებამდე უკან გაითხოვონ შუამდგომლობა.
3.მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირები, რომელთა ჩვენებები ასაბუთებენ ან უარყოფენ შუამდგომლობას, გამოითხოვოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებები.
4.ჩხრეკის, ამოღების, ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერების შესახებ შუამდგომლობა მოსამართლემ უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
5.მოსამართლე დანიშნულ დროს ხსნის სასამართლო სხდომას, აცხადებს, რომელი შუამდგომლობა განიხილება, ამოწმებს პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილებას.
6.პროკურორი და გამომძიებელი შუამდგომლობას ასაბუთებენ ზეპირად და უპასუხებენ მოსამართლისა და პროცესის სხვა მონაწილეთა შეკითხვებს.
7.თუ სხდომაში მონაწილეობს პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე მისი დამცველი და წარმომადგენელი, მათაც ეძლევათ შესაძლებლობა მისცენ განმარტებანი და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.
8.შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების დამთავრებისთანავე მოსამართლე თავისი ბრძანებით ნებას რთავს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, ანდა გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
9.მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
The amendments this article has been through
Modifies the requirements for mutual legal assistance in criminal matters.
amending act №26092Not directly amended; previous digest incorrectly included this article.
amending act №31054Emphasizes the independence of the judiciary and prohibits interference in the administration of justice.
amending act №29152Article 681: Adjusts the effective dates of certain provisions within the Criminal Code.
amending act №16990Changes related to reviewing investigative actions/decisions. Moderate, impacts oversight process.
amending act №11710Unspecified change.
amending act №11614Describe your situation — we'll help you find the right specialist.