საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 331. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე დადებული ყადაღის მოხსნა
Consolidation №103 Verified against the current consolidation · 14 Dec 2018
საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღას აუქმებს მოსამართლე პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით, ანდა სასამართლო, როცა ამ ზომის გამოყენება აღარ არის საჭირო. ყველა შემთხვევაში ყადაღა უნდა მოიხსნას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტისთანავე ან განაჩენის გამოტანისთანავე. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
