საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 154. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი
1. მხარე ადგენს და გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს უგზავნის დასაბუთებულ შუამდგომლობას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და მისი განხილვისათვის საჭირო ინფორმაციას. 1 1 . ამ კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების წინა ეტაპზე დადგენილი 12-თვიანი ვადის ამოწურვამდე, თუ კვლავ არსებობს ქონებაზე ყადაღის დადების შესაბამისი საფუძველი, ბრალდების მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შემდეგ ეტაპზე დადგენილი 12 თვის ვადით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. 1 2 . ამ კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გაუქმდა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინება, თუმცა არ ამოწურულა იმავე ნაწილით გათვალისწინებული ვადა და არსებობს ამავე კოდექსის 151-ე მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი, ბრალდების მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით დარჩენილ ეტაპებზე დადგენილი ვადით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. 1 3 . ამ კოდექსის 151-ე მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, თუ დასტურდება ამ კოდექსის 151-ე მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა, ბრალდების მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შეცვლილი საფუძვლით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. 1 4 . ბრალდების მხარე უფლებამოსილია სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე.
