საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 333. დათვალიერების მიზანი და სახეები
1. დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ დაათვალიერონ შემთხვევის ადგილი, გვამი, ადგილმდებარეობა, სადგომი, საგანი, დოკუმენტი ან სხვა ობიექტი.
2. ადამიანის სხეულის დათვალიერება ხდება შემოწმების ან ექსპერტიზის ჩატარებისას, ხოლო საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილისა – მისი დაყადაღებისა და ამოღების დროს.
3. ამოღებისა და ჩხრეკის ჩატარების შედეგად აღმოჩენილი დოკუმენტის, საგნისა და კვალის დათვალიერება ხდება ამ საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
