საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 339. დათვალიერების ოქმი
1. დათვალიერების შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
2. ოქმში უნდა აღიწეროს დათვალიერებისას გამომძიებლის ან პროკურორის ყველა მოქმედება, აგრეთვე დათვალიერების დროს აღმოჩენილი ყველა კვალი, საგანი თუ დოკუმენტი. ამოღებული საგნის ან დოკუმენტის მფლობელს აძლევენ სათანადო ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ოქმის ასლს.
3. ოქმში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, თუ რა დროს, როგორ ამინდში და როგორი განათების პირობებში ჩატარდა დათვალიერება, რა ტექნიკური საშუალებები გამოიყენეს და რა შედეგები მიიღეს, ვინ მონაწილეობდა დათვალიერებაში და რაში გამოიხატებოდა ეს მონაწილეობა, რა საგანი და დოკუმენტი დაილუქა და როგორი ლუქით, სად გაიგზავნა დათვალიერების შემდეგ გვამი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნები და დოკუმენტები.
4. დათვალიერებისას შედგენილი ოქმი და მასზე დართული გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ვიდეოჩანაწერი, კინოფირი, ხმის ჩანაწერი, ტვიფრი, ანაბეჭდი უნდა დაადასტურონ დათვალიერების ჩამტარებელმა პირმა, დამსწრემ, სპეციალისტმა და დათვალიერების მონაწილე სხვა პირმა.
5. კანონის დარღვევით ჩატარებული დათვალიერების შედეგად ამოღებულ საგანს, კვალის ტვიფრსა და ანაბეჭდს, დოკუმენტს მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 თავი XL საგამოძიებო ექსპერიმენტი
