სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Always up-to-date legal framework
1.აღმასრულებელმა ყოველი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ, გარდა აუქციონის ჩატარებისა, უნდა შეადგინოს ოქმი.
2.ოქმი უნდა შეიცავდეს: ა) შედგენის ადგილსა და დროს; ბ) აღმასრულებლის ვინაობას, რომელმაც შეადგინა ოქმი; გ) იმ პირების ვინაობას, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედებას; დ) სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დასახელებას, რომლის მიხედვითაც წარმოებს აღსრულება; ე) კრედიტორისა და მოვალის დასახელებას; ვ) სააღსრულებო მოქმედების დასახელებას.
3.ოქმს ხელს აწერენ აღმასრულებელი და ის პირები, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედებას. ხელის მოწერაზე უარის თქმა უნდა აღინიშნოს ოქმში. სააღსრულებო მოქმედების ვიდეოფირზე ასახვის შემთხვევაში ოქმი უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს, გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მონაცემებისა.
4.(ამოღებულია – 17.06.2011, №4827). საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. თავი VI სასამართლო კომპეტენცია
These lawyers work in the legal area related to this article.