საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 356. ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი
1. ექსპერტიზა ტარდება გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ასევე სასამართლოს დადგენილებით დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად საჭიროა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის სპეციალისტთა დასკვნა. თუ გამომძიებელს, პროკურორს ან სპეციალისტს აქვს სპეციალური ცოდნა, ეს არ გამორიცხავს ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობას.
2. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზა ტარდება მხარის დავალებით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად საჭიროა შესაბამისი დარგის სპეციალისტთა დასკვნა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
