1.შემოწმების ჩატარებისას გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმში აღწერილი უნდა იყოს შემმოწმებელი პირის ყველა მოქმედება იმ თანამიმდევრობით, როგორითაც ის სრულდებოდა, და შემოწმებისას აღმოჩენილი ყველა კვალი, თავისებურება და ნიშანი. ოქმს ხელს აწერენ გამომძიებელი ან პროკურორი, აგრეთვე შემოწმებული, ექიმი და სხვა სპეციალისტი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
