საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 399. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) გასაჩივრება
1. დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივრონ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა და დამცველმა, დაზარალებულმა და მისმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა, აგრეთვე პირმა, რომლის განცხადებითაც დაიწყო გამოძიება.
2. საჩივარი სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს დადგენილების (განჩინების) ასლის მიღებიდან 15 დღე-ღამის განმავლობაში.
3. საჩივარს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 238-ე–242-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის განჩინება გასაჩივრდება კერძო საჩივრის წესით. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
