1.მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.
2.(ამოღებულია).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.
2.(ამოღებულია).
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
3.რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებსა და მასალებს კანონით დადგენილი განსჯადობის შესაბამისად. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით ასევე განიხილავს შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე, მათი ვადის გაგრძელებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ამ კოდექსით დადგენილი წესით წყვეტს განსასჯელის სამართალში მიცემის საკითხს. რაიონული (საქალაქო) სასამართლო ასევე ახორციელებს მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.
4.სააპელაციო საჩივარს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.
5.საკასაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე, განჩინებასა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.
6.ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი განიხილავს საჩივრებსა და წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე ამ რესპუბლიკის სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
7.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განიხილავს საჩივრებსა და წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
8.სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება: ბრძანების გაცემა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ შემდეგ საპროცესო მოქმედებათა შესახებ: ბრალდებულის დაპატიმრება და პატიმრობის ვადის გაგრძელება; ბრალდებულის მიმართ სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება; სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის პირის მოთავსება; საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე და საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება; ჩხრეკა და ამოღება; საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ; ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ქონებაზე ყადაღის დადება, თანამდებობიდან (სამუშაოდან) მათი გადაყენება, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
The amendments this article has been through
Clarifies court competence regarding sentencing issues based on jurisdiction.
amending act №31054Highlights the duty to ensure the rights of the accused are protected.
amending act №29152Clarifies jurisdiction over procedural motions between Magistrate and District/City Courts based on territorial availability of Magistrates.
amending act №26650Clarifies review process by removing reference to a plenary session and specifying single reviewer.
amending act №12046Amendment to the 7th part - unspecified change
amending act №15208Clarification of appellate jurisdiction for district courts. Moderate – affects appeal pathways.
amending act №11710Unspecified change.
amending act №11614Describe your situation — we'll help you find the right specialist.